წინა წლების მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლები გადაითვლება – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. განახლებული მონაცემები 12 თებერვალს გამოქვეყნდება და ის 2010-2023 წლების მაჩვენებლებს მოიცავს.
საქსტატის თანახმად, სტატისტიკური მაჩვენებლების გადასინჯვა საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებით განხორციელდა და ის ყოველ 5 წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული.
“ეროვნულ ანგარიშთა სისტემა აერთიანებს მთლიან შიდა პროდუქტსა (მშპ) და მთელ რიგ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. ის წარმოადგენს ინტეგრირებული მაკროეკონომიკური ანგარიშებისა და ბალანსების ერთობლიობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ცნებებს, კლასიფიკაციებს და აღრიცხვის ზოგად წესებს. მისი მეთოდოლოგიური საფუძველია გაეროს, ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სახელმძღვანელო (System of National Accounts (SNA), 2008).
საქართველოში მშპ-ის ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება უკანასკნელად 2019 წლის ნოემბერში განხორციელდა, ხოლო შემდგომი გადაანგარიშება იგეგმებოდა 2023 წელს. თუმცა 2023 წლის შემოდგომაზე ევროსტატის, UNECE-ს და EFTA-ს მიერ განხორციელებული სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასების ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს მიერ მსგავსი ტიპის აქტივობები, შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპის მონაცემთა გადასინჯვის ჰარმონიზებულ პოლიტიკასთან (Harmonized European Revision Policy), რომლის მიხედვითაც გადასინჯვის პერიოდად ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიჩნეულია 2024 წელი.
მონაცემთა გადაანგარიშების პროცესში განხორციელებული აქტივობები იყოფა ორ ჯგუფად: 1. მონაცემთა წყაროების გაუმჯობესება, ახალი სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარებისა და დამატებითი ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების დამუშავების საფუძველზე. 2. მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილებები, IMF-ის რეკომენდაციების შესაბამისად.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მონაცემთა გადაანგარიშების პერიოდად (განახლებული მონაცემების გამოქვეყნების თარიღად) შეირჩა 2024 წლის თებერვალი. გადაანგარიშება მოიცავს ისტორიულ მწკრივს 2010 წლიდან, ხოლო მასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს 2023 წლის იანვრიდან, IMF-ის ექსპერტების ჩართულობით,”- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…